მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე, საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე იმსჯელეს, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, - 2021 წელს დაფიქსირებული ათ მთელ ხუთ მეათედ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია ცხრა მთელ, ოთხ მეათედ პროცენტამდე შემცირდა და მოსალოდნელია ამ ტენდენციის გაგრძელება. საუბარი შეეხო სარეიტინგო სააგენტო ფიჩის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა. სხდომის წევრებმა მსხვილი ეკონომიკური პროექტებიც განიხილეს, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.