მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.
"ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა ისინჯოს," - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ჩალაძის მხრიდან გაკეთებული განცხადება ომის შესახებ არის რეალურად დანახული სურათი და არა მუქარა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ "თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა." მისი თქმით, სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს.