14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
 ევროკავშირი ძალზედ პოზიტიურად აცხადებს იმ ძალისხმევას, რომელიც გაწია საქართველომ - ვახტანგ მახარობლიშვილი

ევროკომისიისგან დადებითი შეფასება საქართველოს - კითხვარი, რომელიც გასული წლის მაისში შეივსო და ბრიუსელს გაეგზავნა, ევროპის დედაქალაქიდან შეაფასეს. ბელგიის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, გამოქვეყნებული დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში.

ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი 32 თავს და 6 კლასტერს მოიცავს, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. ფუნდამენტურ საკითხებთან. მისივე განმარტებით, დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მხრიდან გაწეულ ძალისხმევას.

"დოკუმენტის ცხადყოფს, რომ ევროკავშირი ძალზედ პოზიტიურად აცხადებს იმ ძალისხმევას, რომელიც გაწია საქართველომ და ბუნებრივია ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს წლევანდელ წელს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ჰქვია, რამეთუ 12 პრიორიტეტის ანგარიშთან ერთად ევროკომისია აუცილებლად გამოიყენებს აღნიშნულ დოკუმენტს საბჭოსთან ურთიერთობის პირობებში," - აცხადებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი.

დღის ამბები