ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. იენს სტოლტენბერგის თქმით, პრესის თავისუფლებას ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„კონკრეტულ საქმეებზე თუ ვისაუბრებთ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, რადგან საფუძვლიან ინფორმაციას არ ვფლობ და როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ეს ჩემი ფუნქცია არ არის, ეს არის საქართველოს სამართლებრივი უწყებების გადაწყვეტილებაა. პრესის გამოხატვის, აზრის გამოთქმის თავისუფლებას ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ღირებულებები, რომელიც საქართველოსთვის არსებითია. რეფორმების პროცესმა უნდა აჩვენოს, რომ ეს ღირებულებები დაცულია და სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია,"-განაცხადა სტოლტენბერგმა.