14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე - გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გუბაზ სანიკიძისა და გიორგი ჩალაძის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა. აბა როგორო? ყველა გზა უნდა მოვსინჯოთო.. მოსინჯონ! და ისინიც მოსინჯავენ რაღაც-რაღაცებს. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს ნერვების გამოცდაა.

გამახსენდა მაო ძედუნის გამონათქვამი: “პოლიტიკა არის ომი სისხლისღვრის გარეშე. ომი კი არის პოლიტიკა სისხლისღვრით".

ამ ბანდას კი ვერ წარმოუდგენია პოლიტიკა სისხლისღვრის გარეშე და ამიტომაც მდინარეებად ღვრიდნენ სისხლს ვიდრე ხელისუფლებაში იყვნენ“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook -ზე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ "თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა." მისი თქმით, სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს.

 

დღის ამბები