14 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
სამწუხაროდ, დემოკრატიამ 7 დღეზე მეტი ვერ გაძლო... თუ "შეფის"" ბრძანებას არ შეასრულებ, ვერც თავმჯდომარე იქნები და ვერც მისი მსგავსი - გიორგი პატარაია ენმ-ის ახალ მენეჯმენტზე

"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია პარტიის დღევანდელ ყრილობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. გიორგი პატარაია პარტიის ახალ მენეჯმენტს აკრიტიკებს.

"პარტიის ახალმა მენეჯმენტმა დემოკრატიის პირველი გაკვეთილი "ჩააბარა," ისე ჩაგვხსნეს პარტიის პოლიტიკური საბჭოდან, (რომელსაც ვადა მარტში ეწურებოდა), რომ ერთი სმს-იც კი არ გამოუგზავნიათ როდესაც ვიკითხე, რა იქნებოდა ყრილობის დღის წესრიგი, გამაცნეს:

1. პარტიის თავმჯდომარის დამტკიცება
2. პარტიის გენერალური მდივნის არჩევა
3. მიმდინარე საკითხები

თურმე, მე-3 პუნქტი ახალი პოლიტიკური საბჭოს დამტკიცების ასეთ ფორმას გულისხმობდა.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა, დაახლოებით, 42 000-მა მხარდამჭერმა მიიღო. სამწუხაროდ, დემოკრატიამ 7 დღეზე მეტი ვერ გაძლო - პოლიტიკური საბჭოს სია შედგა და დამტკიცდა ამომრჩევლის და თავად პოლიტიკური საბჭოს წევრების დასტურის გარეშე.

არადა, მხარდამჭერების ფართო ჩართულობა, ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივა იყო, რაზეც ხაბეიშვილმა მითხრა, რომ ეს არ იყო საჭირო. მისი თქმით, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ვიწრო ფორმატში, სადაც მონაწილეობას მხოლოდ საკრებულოს წევრები მიიღებდნენ... და აი, დღეს სწორედ ასე, ვიწრო ფორმატში დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა. აი, ასე გამოიყურება არაფორმალური მართვა. თუ "შეფის"" ბრძანებას არ შეასრულებ, ვერც თავმჯდომარე იქნები და ვერც მისი მსგავსი... ძალიან მძიმეა, ძალიან," - წერს პატარაია.

დღის ამბები