"ნაციონალურ მოძრაობის" წევრთა ნაწილი კიდევ ერთხელ საუბრობს პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე. გიორგი ონიანი ამბობს, რომ მისთვის გუშინდელი ყრილობის ფორმა და დამოკიდებულება მიუღებელია.
"სამწუხაროდ, ეს ყრილობა უფრო ჰგავდა ერთი მდიდარი ადამიანის ბიზნესპროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, საკუთარი სამეგობროს მოწვევას აღსანიშნავად. ეს ერთი ადამიანი ნამდვილად არ იყო ლევან ხაბეიშვილი, ვინაიდან გიგი უგულავა და არც ლევან ჭიაბერაშვილი ზურაბ ხაბეიშვილის მეგობრები არ არიან.
ის რომ გუშინ პოლიტსაბჭოს წევრი ვიყავი და დღეს აღარ ვარ, ეს არის ყველაზე ნაკლები მნიშვნელობის მქონე, თვითონ ფორმა და დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლისათვის არის ჩემთვის მიუღებელი," - განაცხადა გიორგი ონიანმა.