14 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ნიკა მელია უნდა ყოფილიყო პარტიის ყრილობაზე, ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო შენს საკუთარ პარტიას - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა პარტიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელია გუშინდელ ყრილობაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო და გაუგებარია, რატომ გამოუცხადა ბოიკოტი საკუთარ პარტიას.

"უპრეცედენტო წესი იქნა მიღებული, როდესაც პოლიტსაბჭოს ძველი შემადგენლობა ცალკეულ ოთახებში დაიწერა, პირადი ნაცნობობის და მეგობრობის გამო, ასე კი არე დაკომპლექტდეს, არამედ - პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის წევრებმა აირჩიონ პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ისინი ავტომატურად გაწევრიანდნენ პოლიტსაბჭოში.

ნიკა მელია უნდა ყოფილიყო პარტიის ყრილობაზე, ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო შენს საკუთარ პარტიას და განაწყენებული არ უნდა იყო, თუ შენი პარტიის პარტიის უმრავლესობა სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს," - განაცხადა ლევასნ ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, რომ მისულიყო ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს ყრილობაზე, მას ჩასვამდნენ სიაში? - ბეჟაშვილი პასუხობს - ბუნებრივია, თუ დადგებოდა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყრილობა მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და არამგონია, რომ ვინმე წასულიყო წინააღმდეგი."

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა პარტიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. პარტიის წევრთა ნაწილმა პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა გააპროტესტა. მათი მტკიცებით, საკითხი ყრილობის დღის წესრიგში მალულად შეიტანეს, შედეგად კი პოლიტიკური საბჭოს სია შედგა და დამტკიცდა ამომრჩევლის და თავად პოლიტიკური საბჭოს წევრების დასტურის გარეშე. პარტიის წევრთა ნაწილი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე. განვითარებული მოვლენების გამო პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ეკა ხერხეულიძემ. ორად გაყოფილ პარტიაში უთანხმოების ახალ მიზეზზე, განმარტება გააკეთა ლევან ხაბეიშვილმა. ახალი თავმჯდომარე პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზად, პარტიის განვითარებას ასახელებს.

დღის ამბები