ძირითად სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები იმუშავებენ.
უწყებების ხელმძღვანელების განმარტებით, მიზანია გამორიცხონ არაკეთილსინდისიერი ოპერირების ფაქტები, არსებულ კითხვებზე პასუხები კი ორ კვირაში იქნება.
"გაზრდილი ფასები ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე. აქ ეჭვი გამოითქვა იმაზე, რომ შესაძლებელია ზოგიერთ სექტორში კონკურენციის შეზღუდვასთან გვქონდეს საქმე. ჩვენ პრემიერის დავალება მივიღეთ ამასთან დაკავშირებით, რომ სამმა სამინისტრომ: ფინანსთა სამინისტრომ, ჩვენმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოახდინოს მუდმივი მონიტორინგი ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებისა და მარჟების. ჩვენ გვინდა გამოვრიცხოთ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები. მთავარია რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს ის შედეგი, რომ ფასები იყოს ობიექტური,"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.