საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს.
"უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, თურქეთს- შემზარავმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ მძიმე წუთებში საქართველო თურქი ხალხის გვერდითაა. მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, მთელი თურქი ხალხის გულისტკივილს! დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!" - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.