14 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ხალხს არ სურს დაბრუნდეს იმ განუკითხაობაში, სადაც ქვეყანა 30 წლის წინ იყო - ლევან იოსელიანი გიორგი ჩალაძეს

ჩალაძის მიერ დაანონსებულ განცხადებას, ვფიქრობ, საკუთარ პარტიაში არ იზიარებს ბევრი ადამიანი, არათუ სხვა პარტიებში - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხალხს არ სურს დაბრუნდეს იმ განუკითხაობაში, სადაც ქვეყანა 30 წლის წინ იყო.


"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქტიურობა და ნებისმიერი პროტესტი არ გასცდეს კონსტიტუციურ ნორმებს. ჩალაძის მიერ დაანონსებულ განცხადებას, ვფიქრობ, საკუთარ პარტიაში არ იზიარებს ბევრი ადამიანი, არათუ სხვა პარტიებში და საზოგადოებაში. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, როდესაც დესტაბილიზაციაზე, ომსა და არეულობაზე საუბრობენ, ფრთხილად იყვნენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში რაც ნამდვილად არ უნდა ხალხს, ეს არის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს იმ განუკითხაობაში, სადაც 30 წლის წინ იყო," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები