14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოუწოდებს მის ოჯახის წევრებს ექსპრეზიდენტს სათანადო კალორაჟის საკვები მიაწოდონ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფოს სწორედ მისი პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს.

"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ.

რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით. ყველა შესაბამისი, სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის საკვების მიწოდება. გასაგებია, ჩვენ გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს, ეს პოლიტიკურად ასე აინტერესებს, თვითონ ითხოვს, რომ დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები