პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატის პრინციპების დადგენა, რომელიც არსებული მდგომარეობით ძალიან მაღალია - ამის შესახებ ეკა სეფაშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეკონომიკა ეკონომიკისთვის კი არ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეკონომიკა ვითარდება ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების მინით. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ, გავაგრძელებთ ეკონომიკურ განვითარებას მშვიდობიან, უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში.
გუშინ პრემიერმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, რაც მდგომარეობს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატის პრინციპების დადგენას, რომელიც აღმოჩნდა, რომ კატასტროფულად მაღალია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებასთან" ერთად მხარში ვუდგავართ სახელმწიფოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარების და დარეგულირებისკენ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში აღმოვუჩინოთ სათანადო დახმარება," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.