პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის განცხადებით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა საქართველოდან გადინებული ემიგრანტებისა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დახარჯული ფულის ხარჯზე- ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ასე გამალებით განაგრძობთ თავმოწონებას, უბრალოდ ციფრებად არ უნდა დარჩეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უბრალოდ კიდევ ერთი სტატისტიკური ანგარიშია. დიახ, ქვეყანაში დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დაფიქსირდა ძირითადად ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულის, რუსეთის მოქალაქეების აქ დახარჯული ფულის ხარჯზე და ასევე მცირედით, რამდენიმე მსხვილი ექსპორტიორების მხრიდან ნაშოვნი ფულის ხარჯზე,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.