მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ- აქცია ხუთ საათზე დაანონსდა.
ადგილზე მივიდა ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, თუმცა ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი მხოლოდ მედიასთან გააკეთა და არა ტრიბუნიდან. მისი თქმით, აქციიების გეგმებზე ილაპარაკებს პარტიის ოფისში და განცხადების გაკეთება ცხრა საათისთვის დააანონსა.
"დღეს, 21:00 საათზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, საათებსა და დღეებს – ხვალიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის, დედაქალაქში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან და სახელმწიფო დაწესებულებებსთან,"- აცხადებს ხაბეიშვილი.