14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრთას ერთი დამკვეთი ჰყავს - გლობალური ომის პარტია, რომელსაც არეულობა, ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს - მიხეილ ყაველაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ზედმიწევნით შეასრულოს გლობალური ომის პარტიის გეგმა - არეულობის გზით, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. 

"რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრთას ერთი დამკვეთი ჰყავს - გლობალური ომის პარტია, რომელსაც არეულობა, ხელისუფლების შეცვლა და მისი მეშვეობით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს. „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა არჩევნების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ახლა ამ თემით სპეკულირებას ცდილობენ. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ხმამამაღალი საუბრით ცდილობდნენ, რაღაც ემოცია გამოეწვიათ - თითქოს, ბევრი ადამიანია ამ პროცესის მონაწილე. რადიკალიზმი მათთვის ჩვეული პროცესია, რომელსაც წარსულშიც მიმართავდნენ. დღეს მათი ლიდერი ბატონი ხაბეიშვილია - ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ყველაფრის მკადრებელია", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები