14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ვინ ლიდერობს 2022 წლის განმავლობაში, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილი წერილობითი კითხვების რაოდენობით

2022 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილი წერილობითი კითხვების რაოდენობით ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე, მას მოსდევს "მოქალაქეების“ ერთ-ერთი  ლიდერი ლევან იოსელიანი, მესამე და მეოთხე ადგილებს კი ხატია დეკანოიძე და ალექსანდრე ელისაშვილი ინაწილებენ.

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებული ბოიკოტით, ამავე პარტიის იმ დეპუტატებს, ვინც "არაფერს აკეთებს", სურთ პარლამენტიდან გაიყოლონ და საპარლამენტო საქმიანობას მოსწყვიტონ ის დეპუტატებიც, რომლებიც საქმით არიან დაკავებულნი.

აღსანიშნავია, პარლამენტის წევრის კითხვების მექანიზმი საპარლამენტო ზედამხედველობის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ ერთია.

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ლიდერების კითხვები ეხებოდა, როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ, აგრეთვე გენდერულ, თავდაცვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს.

დღის ამბები