14 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
მეგობარი და ახლობლის შეგროვებულით არ ხდება მილიონზე მეტი დოლარის დაროვება, ეს ის თანხებია, რომელიც თავის დროზე ელიტური კორუფციის პირობებში იქნა საქართველოდან გატანილი - ირაკლი ქადაგიშვილი

რა თანხა გადაუხადა გიული ალასანიამ ლობისტურ კომპანიას, თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კითხვები ისმის.

მილიონამდე დოლარი ლობისტური კომპანია "აკერმანისთვის", რომელმაც თავის მხრივ სააკაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტები და ადვოკატები დაიქირავა. ინფორმაცია, თუ რა უჯდება ექსპრეზიდენტის გარემოცვას ლობისტური კამპანია, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კამპანიაში ჩართულები არიან ექსპერტთა ჯგუფები, ექიმები, ადვოკატები, მედია და აზრის სხვა ლიდერები. 917, 177 დოლარად კომპანიამ ვალდებულება აიღო მოიპოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების და ჩინოვნიკების, მათ შორის შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენელთა მხარდაჭერა.

მხოლოდ ერთი ადვოკატის, მასიმო დანჯელოს ანაზღაურება სააკაშვილის გარემოცვას საათში 850 დოლარი უჯდება, გაფორმებულ საბუთებს ხელს გიული ალასანია აწერს. მილიონიანი კონტრაქტის გარდა საჯაროვდება კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის ჯამური თანხა 357 406 დოლარია. ეს კონტრაქტიც ლობისტებისთვის, სხვადასხვა კომპანიისთვის, ექიმებისა და ექსპერტებისთვის ანაზღაურებას ითვალისწინებს. 

მმართველ პარტიაში ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სოლიდური თანხები სოლიდური თანხები მიხეილ სააკაშვილის ოჯახს მისი მმართველობის დროს არალეგალური გზით ჰქონდეს მიღებული.

"მეგობარი და ახლობელის შეგროვებულით არ ხდება მილიონზე მეტი დოლარის შეგროვება. გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის თანხები, რომელიც თავის დროზე იმ ელიტური კორუფციის პირობებში იქნა საქართველოდან გატანილი.

წარმომავლობასთან ერთად ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ეს თანხები ხმარდებოდა იმ ლობისტურ საქმიანობას, რომელიც რეალურად საქართველოს დაზიანებისკენ იყო მიმართული," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები