14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი უნგრეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი უნგრეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

პრემიერმა თამარ ლილუაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, თამარ ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე ბულგარეთში საქართველოს ელჩის პოზიციას იკავებდა.

დღის ამბები