14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
"საინტერესოა საიდან გადაიხადა ეს თანხა სააკაშვილის ოჯახმა, რომელიც იძახდა, რომ საჭმლის ფული არ გვაქვსო" - პოლიტიკურ სპექტრში ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი თანხა კითხვებს აჩენს

რა თანხები გადაუხადა გიული ალასანიამ ლობისტურ კომპანიას, თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კითხვები ისმის. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავს და მათგან დახმარება, თუნდაც ფინანსური გასაკვირი არ არის. 

რაც შეეხებათ სხვა ოპოზიციურ ძალებს, მათ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

"საინტერესოა საიდან გადაიხადა ეს თანხა სააკაშვილის ოჯახმა, რომლებიც მანამდე იძახდნენ, რომ საჭმლის ფული არ გვაქვსო. თუ ანგარიში შექმნეს, მაშინ გვითხრან ვინ ჩარიცხა, ნებისმიერი ფულის წარმომავლობა უნდა ვიცოდეთ. ამ კითხვას არ უნდა გაექცნენ და პასუხი უნდა გასცენ. კორუფცია და შავი ფული, ნებისმიერ შემთხვევაში გულისამრევია,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი არ გამორიცხავს, რომ  ეს ფული მართლაც სააკაშვილის მეგობრების მიერ იყოს შეგროვებული, თუმცა მისივე თქმით, გააჩნია ვინ არიან ისინი. 

"ხელისფულებაში 10 წელი რომ იყო ვიღაცა, ის რომ საქართველოში საჭირო მილიონს მოიძიებდა ამაში ეჭვი ამ მეპარება, მაგრამ ჩემს გაოცებას იწვევს ის, როგორ შეიძლება 1 მილიონი ასე უბრალოდ გაფლანგო და ამას შედეგი არ მოჰყვეს. მე დარწმუნებული ვარ, მილიონი ჩემთვის რომ გადაეხადათ ნაცებს, ბევრად უკეთ შევასრულებდი ამ მოვალეობას,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

მილიონამდე დოლარი ლობისტური კომპანია აკერმანისთვის, რომელმაც თავის მხრივ სააკაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტები და ადვოკატები დაიქირავა. ინფორმაცია თუ რა უჯდება ექსპრეზიდენტის გარემოცვას ლობისტური კამპანია, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. კამპანიაში ჩართულები არიან ექსპერტთა ჯგუფები, ექიმები, ადვოკატები, მედია და აზრის სხვა ლიდერები. 917 ათას 177 დოლარად კომპანიამ ვალდებულება აიღო მოიპოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების და ჩინოვნიკების, მათ შორის შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენელთა მხარდაჭერა. მხოლოდ ერთი ადვოკატის, მასიმო დანჯელოს ანაზღაურება სააკაშვილის გარემოცვას საათში 850 დოლარი უჯდება, გაფორმებულ საბუთებს ხელს გიული ალასანია აწერს. მილიონიანი კონტრაქტის გარდა საჯაროვდება კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის ჯამური თანხა 357 ათას 406 დოლარია. ეს კონტრაქტიც ლობისტებისთვის, სხვადასხვა კომპანიისთვის, ექიმებისა და ექსპერტებისთვის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

დღის ამბები