14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
სააკაშვილი და პირადად მისი ოჯახი 9 წლის განმავლობაში ძარცვავდა ქართველ ხალხს და არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტს აფორმებენ - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი და მისი ოჯახი, 9 წლის განმავლობაში "ძარცვავდა ქართულ სახელმწიფოს", ამიტომ მისივე თქმით, არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტს აფორმებენ:

"ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი და პირადად მისი ოჯახი 9 წლის განმავლობაში ძარცვავდა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, სხვადასხვა სფეროში შოულობდნენ ისინი ასეულობით მილიონს. ამ ფულს ხარჯავენ დღეს და ამ ფულით აქვთ შეძენილი საკუთარი ქონება და ასე შემდეგ. უნივერსიტეტი, რომელიც თავის დროზე ერთ ლარად ჩაიგდო ხელში სააკაშვილის ოჯახის წევრმა. ისინი ჩვეულებრივად ძარცვავდნენ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტს აფორმებენ მაგალითად, მარტო იმაში, რომ დიაგნოზი ვერ დასვას მათივე დაქირავებულმა ექიმმა," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი არ გამორიცხავს, რომ იმ მილიონის გარდა, რაც უკვე გამოჩნდა, შესაძლოა კიდევ იყოს ლობისტებისთვის გადარიცხული თანხა, რომელიც ჯერ არ ჩანს. 

დღის ამბები