14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
შემიძლია ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ის არის რეკორდსმენი, ასე მოკლე დროში თავისი პარტია არავის არ გაუბანძებია - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა "ნაცმოძრაობის" ხასიათში ზის.

მდინარაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი არის რეკორდსმენი, ვინაიდან მისივე თქმით, ენმ ასეთ მოკლე დროში მსგავსად არავის "გაუბანძებია".

"მათ ხასიათში ზის საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, თორემ დანარჩენი წარმოუდგენელია რამეს აძლევდეს. მე შემიძლია ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ის არის რეკორდსმენი, ასე მოკლე დროში თავისი პარტია არავის არ გაუბანძებია მსოფლიოში.

რაღაცები დააანონსა, მოუწოდა მთელ საქართველოს და პარტიულ აქტივს, რომ ჩამოდით, დავდგეთო და მივიდა 127 ადამიანი. "ნაცმოძრაობა" არის სატელევიზიო პროდუქტი, არ არსებობს "ნაცმოძრაობა", თითოეული კანონის და სიტყვის უკან დიდი შრომა დევს და ეს არსად არ ჩანს. ამ დროს რა კარგია, ავდექი მე, ბოიკოტი, რაღაც არ მომწონს, ზოგადი ფრაზით დავწერე, წავედი და ჩავატარე. ვერც ის აქცია ვერ ჩაატარეს მერე, 20 კაცი მიდის თითო აქციაზე რაიონში და გაამარგინალეს თავისი პარტია, მაგრამ მე არ ვწუხვარ ამაზე, პირიქით, ეს ძალიან კარგია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები