სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დაამონტაჟა.
სპეციალური საშუალება საზღვრის დარღვევის შესახებ სიგნალს ცენტრს უგზავნის, რის შემდეგაც მასზე რეგაირება ხდება. სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხის და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე.