აქციები რეგიონებში. ხელვაჩაურში, სიღნაღსა და ზესტაფონში სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა. სიღნაღში მცირე ინცინდენტიც მოხდა.
მერიასთან შეკრებილებს მოქალაქე დაუპირისპირდა, რომელმაც პარტიის მხარდამჭერებს "ნაციონალური მოძრაობის" წარსული შეახსენა და განუცხადა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ მას ქონება იძულებით წაართვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
"ჩასაფრებული ადამიანები ხელისუფლების წარმომადგენლები თავების თვლით არიან დაკავებულები და მათ გააგრძელონ თავების თვლა და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყველა ქალაქში გაგრძელდება პროტესტების ციკლი.