სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ოპოზიციის ნაწილი კრიტიკულად აფასებს.
პარტიების ნაწილმა დღეს პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილება შეახსენა, მათ შორის, პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით.
"პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იქცევიან რუსულად, ჩემი აზრით, საზოგადოებაც თვლის, რომ ეს ასეა. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც პროპაგანდირებდნეს რუსეთის გამარჯვებას, გარდა ოფიციალური თბილისისა, ჩვენდა სამწუხაროდ. დანარჩენი ცივილიზებული სამყარო, ბოროტებაზე გამარჯვებისთვის ემზადება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ექსპერტული განცხადებებით არ უნდა იფარგლებოდეს და ამ მიმართულებით, ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს.
"პრეზიდენტი რომ რეალურად ეწინააღმდეგებოდეს ამ ღალატის გზას, რომელსაც "ქართული ოცნება" დაადგა, კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, თუნდაც პოლიტპატიმრების შეწყალებიდან დაწყებული, გაგრძელებული იმ საერთაშორისო ქმედებებით, რომლითაც შეუძლია ძალიან მკაფიო გზავნილი გააგზავნოს პრეზიდენტმა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.