14 ნოემბერი 2024,   21:13
ვრცლად
დაუსაბუთებელი ბრალდებები, მით უმეტეს, ისეთ საკითხებზე, სადაც წითელი ხაზები გადის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია - თალაკვაძე პრეზიდენტს

სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნება" პასუხობს - მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება იმეორებს იმ ნარატივს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შესალახად იყენებენ.

არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს მმართველი ხელისუფლების მიღწევებს ახსენებს და ამბობს, რომ  დაუსაბუთებელი ბრალდებები მიუღებელია.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროპასთან და აღიარებულ იქნა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის შედეგები, რომლითაც შეგვიძლია შევაფასოთ "ქართული ოცნება" და ახლა პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე. შესაბამისად, საპირისპირო მხარეს, როდესაც ასეთი ბრალდებების წამოყენება ხდება, უნდა იყოს ერთი მცირე შედეგი მაინც, რომელიც ადასტურებს საწინააღმდეგოს. დაუსაბუთებელი ბრალდებები, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, სადაც წითელი ხაზები გადის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

"ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას," - განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვაში, რომელიც გუშინ გაავრცელა. 

დღის ამბები