14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ქალბატონი სალომე ან საინფორმაციო ვაკუუმშია, ან ანალიზის უნარი არ აქვს, მას ვუსურვებდი რომ კიდევ ერთხელ გვერდით დაუდგეს მმართველ პარტიას - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ  სალომე ან საინფორმაციო ვაკუუმშია, ან ანალიზის უნარი არ აქვს ობიექტურად:

"ქალბატონი სალომე ან საინფორმაციო ვაკუუმშია, ან ანალიზის უნარი არ აქვს ობიექტურად, ვინ აკეთებს ჩვენს ქვეყანაში რუსულ საქმეს, ან მგონია, რომ უბრალოდ გადაიღალა. მე მას ვუსურვებდი, რომ კიდევ ერთხელ გვერდით დაუდგეს მმართველ პარტიას, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან წინ ვართ წაწეული. მან უნდა მოუწოდოს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს, რომ დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას, ჩვენი ქვეყნის დაზიანებას უნდა შეეშვას და მოუწოდოს "ნაციონალურ მოძრაობას", რომ შემოვიდნენ პარლამენტში. ეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა და ანალიზი,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები