პარლამენტის თავმჯდომარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრა პარლამენტში ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, ქცევის წესების შეცვლას ეხებოდა. ენჯეოების მოთხოვნა იყო იმ პუნქტების გაუქმება, რომელშიც არასამთავრობო სექტორი პრობლემას ხედავს.
დღეს შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღეს პირობა, რომ ამ საკითხზე მორიგი შეხვედრა გაიმართება.