14 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
გიგა ბოკერია: მოკლე გზა არის ბევრად მეტი უპირატესობის მოპოვება 2024-ში ვიდრე 2020-ში იყო, თუ მაინც გარისკავს, მაგ მომენტისთვისაც იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 2024 წლის არჩევნებისთვის მზად უნდა იყვნენ ბევრად მეტი უპირატესობისთვის, ვიდრე 2020 წელს ჰქონდა ოპოზიციას, გაყალბება-მანიპულაციის შემთხვევაში კი, ბოკერიამ მაიდნის სცენარი არ გამორიცხა.

"მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და სცადოს არ მიღება მარცხის არჩევნების. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებული წაგებულით შეცვალეს. ეს სრულად რეალისტურია, რომ ასე მოხდეს. მაგრამ ყველაზე უფრო მოკლე გზა ახლა როგორც ჩანს არის იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში, ბევრად მეტის ვიდრე 2020-ში იყო, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი და თუ მაინც გარისკავს მაგ მომენტისთვისაც იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები