მოლდოვის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი წარადგინა. ის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაია სანდრუს მრჩეველია.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის ფრაქციამ რეჩანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება ახალ სიცოცხლეს საჭიროებს, ახალმა მთავრობამ კი უსაფრთხოების დონე უნდა გაზარდოს.
თავად დორიან რეჩანმა ახალი მთავრობის პროგრამის პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაცია, მშვიდობა და ეკონომიკის გაძლიერება დაასახელა.