14 ნოემბერი 2024,   22:01
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე პოდოლიაკზე: უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი იცლის და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული

"უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული,"- წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

"ჯერ იყო და ირაკლი კობახიძეს თავს დაესხნენ ქართველი რადიკალი გიენები, მაგრამ ნახეს რა, რომ არაფერი გამოუვიდათ, დასახმარებლად უკრაინელ უსამშობლოებს უხმეს. ამერიკის ხმის და პოდოლიაკის "გასაუბრება" არაფერია, თუ არა სიყალბის და ტყუილების ტირაჟირება. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს. ცალკე უბედურებაა, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს და დარდობდეს, საკუთარ ხალზე ზრუნვაში ათენებდეს და აღამებდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით და ჟურნალისტებთან პოზირებით არის დაკავებული. ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გაგცემთ პასუხს უკრაინელი ხალხი," - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

დღის ამბები