14 ნოემბერი 2024,   21:58
ვრცლად
ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც წლების განმავლობაში ბაკურიანს მოემსახურება - ლევან დავითაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - ტურნირისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება.
ისტორიაში პირველად საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს.

ბაკურიანში პრემიერ მინისტრთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფება:

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი, სამთო და სათხილამურო მიმართულებით. ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩემპიონატისთვის გაკეთდა წლების განმავლობაში ამ კურორტს მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები