14 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
დავით ზურაბიშვილი: არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოდ არის დაჭერილი, 7 ნოემბრის და გირგვლიანის საქმეშიც დამნაშავედ მიმაჩნია და ბრალიც საკმაოდ დასაბუთებულია მის მიმართ, მაგრამ პროცესისთვის ჯობია, რომ გარეთ იყოს

საერთოდ არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოდ არის დაჭერილი, 7 ნოემბრის და გირგვლიანის საქმეშიც ნამდვილად დამნაშავედ მიმაჩნია და ბრალიც საკმაოდ დასაბუთებულია მის მიმართ, მაგრამ პროცესისთვის და საერთო ჯანსაღი კლიმატისთვის, ჯობია ეს ადამიანი გარეთ იყოს, - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს დასაბუთებულად მიიჩნევს და არც მისი გულშემატკივარია, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის ქართულ ციხეში ყოფნა, როგორც პოლიტიკური პროცესისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის საზიანოდ მიაჩნია.

მისივე შეფასებით, ის, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კლავენ, "სისულელეა".

"ხელისუფლებას სჭირდება სააკაშვილი დამცირებულ, დაბეჩავებულ მდგომარეობაში, ოღონდ მკვდარი არ სჭირდება: მოწამლეს და კლავენ - მე სისულელე მგონია ეს. კი, ვხედავთ, რომ ცუდად არის ადამიანი და არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი, მაგრამ რატომ არის ცუდად - პრეზიდენტმაც რომ ასე დასვას საკითხი, მგონი ასე უკეთესი იქნება," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, CNN-ის ეთერში გავრცელებული კადრებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას საზოგადოება ვერ მიიღებს, ვინაიდან, აღნიშნული კადრები, რომელიც "ვივა მედის" პალატაშია გადაღებული, 4 თვის წინანდელია.

ასევე თვლის, რომ ადვოკატის შეფასებებიც სუბიექტურია და ეს ბუნებრივია, ვინაიდან იგი მხარეს წარმოადგენს. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთმა კომისიამ უნდა შეისწავლოს, რომელიც ნეიტრალური იქნება და ყველა დაინტერესებული მხარის ნდობით ისარგებლებს.

დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთმა კომისიამ უნდა შეისწავლოს, რომელიც ნეიტრალური იქნება და ყველა დაინტერესებული მხარის ნდობით ისარგებლებს.
 
დღის ამბები