კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს მიმართა, ჩაერთოს მის საქმეში და თავადაც მოინახულოს კლინიკაში.
გიული ალასანიას მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს დამტკიცდა "სიენენის" მიერ გავრცელებული კადრებითაც.
"სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია. ჯანმრთელობის მხრივ, მიშა ისევ სუსტად არის, როგორც ყოველთვის და ყველაფერი უჭირს, საუბარი, ჭამა, ადამიანი, ფაქტობრივად, ძვალი და ტყავია,"- აცხადებს გიული ალასანია.