14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება - რევაზ ჯანელიძე

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში, რომელშიც გლობალური ლიდერები და ბიზნესლიდერები იღებენ მონაწილეობას საქართველო იყო წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო.

მისივე თქმით, საუბარი ასევე იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელიც მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში და რეგიონში, რომელთანაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სურვილი და ინტერესი. ძალიან მნიშვნელოვან სამიტში, რომელშიც გლობალური ლიდერები და ბიზნესლიდერები იღებენ მონაწილეობას საქართველო იყო წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. თავისთავად იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ან იგეგმება ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელიც მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება.

თავისთავად იყო საუბარი მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც მმართველობითი კუთხით ხორციელდება, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ძალიან მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურ დინამიკას ქმნის და ქმნის შესანიშნავ საფუძველს, რომ ამ რეგიონიდან სხვადასხვა კომპანიებმა თავიანთი ინვესტიცია განახორციელონ, რაც თავისთავად ჩვენი ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება," - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

დღის ამბები