14 ნოემბერი 2024,   21:09
ვრცლად
დახარჯული ფულით ერთადერთი შეძლეს, რომ დაკვეთილი სტატიები და სიუჟეტები კეთდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და 20 ადამიანი იკრიბება სხვადასხვა ლოკაციაზე - შალვა პაპუაშვილი ენმ-ზე

აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - ადგილზე შეიკრიბნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული გზით საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

აქციას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილისთვის დახარჯული მილიონი დოლარით ერთადერთი ის შეძლო, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაკვეთილი სტატიები იწერება და სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ადამიანი იკრიბება.

"მილიონ დოლარზე მეტი არის დახარჯული იმაზე, რომ მოახდინონ ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე სხვადასხვა გზებით, ხან პრეზიდენტზე არის ზეწოლა, ხან პარლამენტზე, ხან მთავრობაზე, ხან მინისტრებზე, ხან ა.შ.

მთავარი არსი არის, რომ არის ჯგუფი და თანხა, რომელიც დგას ამ ყველაფრის უკან იმისთვის, რომ ააცილონ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ჩვეულებრივი მცდელობა, რომ ჩაერიონ მართლმსაჯულებაში.

ვხედავთ, რომ საერთო ჯამში შედეგი არ აქვს, ვხედავთ, რომ ამ დახარჯული ფულით ერთადერთი რაც შეძლეს არის, რომ დაკვეთილი სტატიები და სიუჟეტები კეთდება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და 20 ადამიანი იკრიბება სხვადასხვა ლოკაციაზე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები