14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
პროექტ "ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტ "ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რესტავრაციის პროცესი თბილისის მერმა კახი კალაძემ მოინახულა. პროექტი ითვალისწინებს არაერთ სამუშაოს მათ შორის, საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას, მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას, საძირკველის გამაგრებას, შენობის ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს, კარ-ფანჯრების განახლებას პირვანდელი სახით, შენობის, ეზოსა და ღობეების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სხვა.

ამ დროისათვის დასრულებულია: სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა სივრცისა და ფასადის სამუშაოებს. პროექტის დასრულება 2024 წლისათვის იგეგმება.

დღის ამბები