14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
მნიშვნელოვანი ვიზიტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი როლი კიდევ უფრო გაიმყაროს, როგორც სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელმა ქვეყანამ - შალვა პაპუაშვილი პრემიერის ვიზიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მონაწილეობა პარლამენტში შეფასდა.

დეპუტატების განცხადებით, მისასალმებელია მსგავსი პლატფორმების გამოყენება, რათა საქართველომ გაიმყაროს დამაკავშირებლის როლი ევროპასა და აზიას შორის

"ზოგადად ვიზიტები კარგია, მე გამიხარდება, რომ აქცენტი უფრო ევროპაზე ყოფილიყო, რადგან ეს ახლა მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, თუმცა არც არაბული ქვეყნებია უმნიშვნელო, რადგან შეიძლება ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვიდეს,"- აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, მსგავსი ვიზიტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

"თავისთავად, მნიშვნელოვანი ვიზიტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი როლი კიდევ უფრო გაიმყაროს, როგორც სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელმა ქვეყანამ. ჩვენ, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, მათ შორის შავ ზღვაში კაბელით, რომელიც ჩვენს რეგიონს აკავშირებს ევროპასთან და ასევე, ზრდის საქართველოს როლს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირების კუთხით, როგორც ე.წ. დამაკავშირებელი ჰაბის. ეს როლი უკვე ყველასთვის ნათელია და ახლა მნიშვნელოვანია, ამ როლის შევსება, რაც შეიძლება მეტი შინაარსით. იმიტომ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს გეოპოლიტიკური გაძლიერება. რაც საბოლოო ჯამში, ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს,"  - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები