14 ნოემბერი 2024,   21:13
ვრცლად
მან აღიარა, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფული დაბლოკილია მათი მეპატრონეების მხრიდან უცხოეთში - გურამ მაჭარაშვილი ჩალაძის განცხადებაზე

"გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ივანიშვილის გაყინულ ფულს ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო," – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

ჩალაძის ეს განცხადება დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დაადასტურა, რომ ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.

"არსებობენ "ნაცმოძრაობის" და მათ შორის ჩალაძეების და ყველა ამ ხალხის მეპატრონეები, პატრონები უცხოეთში და ახლა მან აღიარა, რომ დიახ ბიძინა ივანიშვილის ფულები დაბლოკილია მათი მეპატრონეების მხრიდან უცხოეთში და ის თავდებში ჩაუდგა როგორც ჩანს ამ საქმეს და თქვა, რომ კი მე ამ ფულს გამოვიხსნი, ოღონდ სააკაშვილი გაათავისუფლეთ.

მაგრამ, მეორეს მხრივ ეს არავის არ ყოფნის სასაცილოდაც კი იმიტომ, რომ ზოგადად "ნაცმოძრაობის" რეალური სურათი ასეთია, რომ თავისი ამომრჩეველიც კი ვეღარ ეძებს, ვერც პარლამენტში და ვერც ქუჩაში პოულობენ, ერთადერთი შეიძლება დაშლილებში მივიდნენ და ნაწილი ხაბეიშვილის, ნაწილი მელიასი იქ ნახონ, ეგ არის მაგათი სურათი," - განაცხადა "ხალხის ძალის" დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები