მმართველ გუნდში "ნაცმოძრაობის" წევრ გიორგი ჩალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, გიორგი ჩალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართებაში ადგილი აქვს არაჯანსაღ სამართლის ფეხქვეშ გათელვით ორკესტრირებულ შტურმს.
"პრაქტიკულად ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისი, რომ ადგილი აქვს ბატონ ივანიშვილთან მიმართებაში არაჯანსაღ სამართლის ფეხქვეშ გათელვით ორკესტრირებულ შტურმს, რომელიც გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან, რომ მას თავისი ხალხი და ქვეყანა უყვარს.
ბატონი ჩალაძის ეს განცხადება არის ამ ინფორმაციის კიდევ ერთი დადასტურება, მას როგორც ჩანს ემოციებიდან გამომდინარე მუხრუჭებმა უმტყუნა და გამოიტანა ეს ინფორმაცია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური.
შეგახსენებთ, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჩალაძემ გუშინ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბლოკილშ ფულის გამოსახსნელ პროცესებს თავად ჩაუდგება სათავეში იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ.