14 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"დასავლეთთან ურთიერთობის მქონე, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაზე გამჭვირვალე მე ამ ქვეყანაში არავინ არ ვიცი"- დავით უსუფაშვილი 

ოპოზიცია "ხალხის ძალის" ინიციატივას აკრიტიკებს. პარტიების ნაწილი თვლის, რომ არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა მესამე სექტორის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ხალხის ძალა" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მტრებად ჰყავთ წარმოდგენილი.

"დასავლეთთან ურთიერთობის მქონე, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაზე გამჭვირვალე მე ამ ქვეყანაში არავინ არ ვიცი. აქ გამჭვირვალობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ხალი ნერვებს გვიშლისო. იმიტომ, რომ ეს ხალხი მტრებად ჰყავთ წარმოდგენილი,"-აცხადებს დავით უსუფაშვილი.

საპირისპიროა მმართველი გუნდის პოზიცია, ისინი ჯერ კანონპროექტს არ იცნობენ, თუმცა ამბობენ, რომ იდეა კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ მათთვის მისაღებია.

დღის ამბები