14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობის უკეთესი სტანდარტის უზრუნველყოფას, არის საინტერესო და მისასალმებელი - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი აცხადებს რომ ინიცირებული კანონპროექტი არის აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგი.

"მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ოპოზიციის ნათქვამს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ კანონმდებლობას არ ვიცნობ. ჩვენ ეს კანონპროექტი შევიმუშავეთ ამერიკულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით და გამოვიყენეთ ის მიდგომა, რომელიც აშშ-ში არის. თუმცა, უნდა აღვნიშნო ხაზგასმით ის გარემოება, რომ ამერიკული კანონი, მსგავსი ტიპის შემთხვევებთან, გაცილებით უფრო მკაცრია და გაცილებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს ასეთი ტიპის ფინანსური სახსრების მიღება და გამოყენება,"-აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი საინტერესოა. მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს უსაფუძვლო ბრალდებები.

"ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობის უკეთესი სტანდარტის უზრუნველყოფას არის საინტერესო და მისასალმებელი. ამიტომ ინტერესით გავეცნობი აღნიშნულ ინიციატივას და კონკრეტული პოზიცია ამის შემდეგ გვექნება.

რაც შეეხება ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ თუ რუსული ფინანსები აინტერესებთ, პირველ რიგში მოიკითხონ მათი ლიდერების რუსული რუბლები, პირველ რიგში საიდან და როგორ ფინანსდებიან. ხალხის ძალამ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ეყრდნობა აშშ-ი მოქმედ სტანდარტს. არის მისი ანალოგი, შერბილებული ხასიათის, ამიტომ ცხადია საინტერესო იქნება მისი გაცნობა,"-აცხადებს რატი იონათამაშვილი. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობის უკეთესი სტანდარტის უზრუნველყოფას, არის საინტერესო და მისასალმებელი" - ამბობს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები