14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"თუ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალური გამჭვირვალობისაკენ, რა თქმა უნდა, ანალოგიური რეჟიმი ყველასთვის სასარგებლო იქნება"-ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია ხალხის ძალის ინიციატივას აკრიტიკებს. პარტიების ნაწილი თვლის, რომ არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა მესამე სექტორის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. საპირისპიროა მმართველი გუნდის პოზიცია, ისინი ჯერ კანონპროექტს არ იცნობენ, თუმცა ამბობენ, რომ იდეა კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ მათთვის მისაღებია.

"თუ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალური გამჭვირვალობისაკენ და ხელისუფლება ამას ყოველწლიურად სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით და პრაქტიკით აღწევს, რა თქმა უნდა, ანალოგიური რეჟიმი ყველასთვის სასარგებლო იქნება.

აშშ-ი ეს პროცედურები უკვე ათეული წლების განმავლობაში მუშაობს და ერთი კონკრეტული ფაქტი- ჩვენ რომ გავიგეთ მიხეილ სააკაშვილის ლობიზმის საფასური და როგორ იყო ეს ლობიზმი განხორციელებული, ვისზე იყო ეს თანხები გადახდილი.

ეს თანხები აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდზე ანალოგიური ტიპის კანონით არის განპირობებული,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები