14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
"პარტნიორის მხრიდან მოვისმინეთ იმ ნაბიჯების შესახებ, რაც უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში" - თავდაცვის მინისტრი რამშტაინის დასრულების შესახებ

რამშტაინის რიგით მეცხრე შეხვედრა დასრულებულია. ფორმატში მონაწილეობდა 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მათ შორის იყო საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მათ ისაუბრეს უკრაინაში არსებული გამოწვევების და უახლოეს პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.

"ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეკრებაში, რომელიც გაიმართა ქალაქ ბრიუსელში. რა თქმა უნდა, მოვისმინეთ იმ სიტუაციის შესახებ, რაც არის კონკრეტულად მიმდინარე პერიოდში უკრაინაში. ასევე, პარტნიორის მხრიდან მოვისმინეთ ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში," - აცხადებს ბურჭულაძე.

დღის ამბები