14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი ფაზა ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით დაიგეგმა და აქცენტს ვაკეთებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვა - რევაზ ჯაველიძე

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი ფაზა ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით დაიგეგმა და აქცენტი ისეთ საკითხებზე კეთდება, როგორიც არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვის ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის მეტად გაძლიერება, მთავრობის ანგარიშვალდებულების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების გამარტივება.

როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, დოკუმენტის შემუშავების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

"რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, საჯარო მმართველობის შესახებ 2023-2024 წლების სტრატეგიას და მის სამოქმედო გეგმას, როგორც მოგეხსენებათ, საჯარო მმართველობის რეფორმა ჩვენს ქვეყანაში 2015 წლიდან ხორციელდება და დღეს ამ პროცესის შედეგად, არაერთი ხელშესახები რეზულტატი გვაქვს. მაგალითისთვის, რეფორმების ფარგლებში საქართველოს მთავრობა სრულად გადავიდა მტკიცებულებებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ დაგეგმვასა და მართვაზე და არის ე.წ 629-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა სტრატეგიული დოკუმენტი დგინდება დღეს. ასევე, ამოქმედდა საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც ძირეული ცვლილებები შემოიტანა მტკიცე საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში.

ასევე, მომზადდა საფუძველი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს საქართველოში სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ასევე, მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩაიდო მთავრობის ანგარიშვალდებულების გაძლიერებისა და ფინანსური მართვის სისტემების დახვეწის მიმართულებითაც. თითოეული ეს მიმართულება საქართველოში კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით ვითარდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

რეფორმის ახალი ფაზაც სწორედ ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით დაიგეგმა და აქცენტს ვაკეთებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უზრუნველვყოთ მთავრობის მიერ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვის ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის მეტად გაძლიერება და მთავრობის ანგარიშვალდებულების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების გამარტივება. ამ დოკუმენტების შექმნა იყო ძალიან ინკლუზიური პროცესი, მასში არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები იღებდნენ მონაწილეობას, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც ვახსენე, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები," - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

დღის ამბები