სპეციალური პენიტენციური სამსახური "კლინიკა ვივამედიდან" მორიგ კადრებს ავრცელებს. უწყების განცხადებით, ცალკეული მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება, რასაც მათივე თქმით, გავრცელებული კადრებიც ადასტურებს.
პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სიმულაციურ ხერხებს მიმართავს.
"მე არ მგონია, რომ არამარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ ევროპულ საზოგადოებაშიც ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ სიმულაციას აქვს ადგილი.
ჩვენ, საჯაროდ ვნახეთ, ხან ვითომ საწოლიდან ვარდება, მერე იმ ჯანზეა, რომ ბოთლებს ისვრის. მერე ექსპერტი ამბობს, რომ კონიაკს სვამს, ხან მიდის ამ "საჩოჩალოსთან" ხან არა. ეს არის საზოგადოების დაცინვა. არავინ არ მოუწოდებს სააკაშვილს სიკვდილისკენ პირიქით ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მიიღოს საკვები და დაუჯეროს ექიმებს,"- აცხადებს მაჭარაშვილი.