კანონპროექტის აღსრულების მექანიზმები, გავრცელების არეალი და ადრესატები, სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირების ლოჯისტიკა - ეს ფაქტორები საკანონმდებლო აქტის ავტორების განმარტებით, აჩვენებს განსხვავებას ამერიკულ და ქართულ მოდელებს შორის.
მოძრაობა ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ამერიკაში მოქმედ რეგულაციებთან შედარებით, ახალი კანონპროექტის მიდგომა უფრო ლიბერალურია.
ოპოზციის საპასუხოდ ხალხის ძალის წევრები განმარტავენ, რომ ახალი კანონი გაზრდის კონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის ამაღლებას.
კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას მიესალმებიან მმართველი პარტიის წევრები. სახელისუფლებო გუნდის წევრები, ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნასაც ეხმიანებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტში ამ საკითხზე დაწყებული დისკუსია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
მოძრაობა "ხალხის ძალამ",უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დაარეგისტრირა.