14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
მე მჯერა, რომ ევროკავშირსა და სამართლის უზენაესობას შორის არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა, რისიც არ სჯერა კუბილიუსს - ირაკლი კობახიძე

მე მჯერა, რომ ევროკავშირსა და სამართლის უზენაესობას შორის არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა, რისიც არ სჯერა კუბილიუსს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ღამის კურიერში“ განაცხადა.

შეკითხვაზე, არსებობს რაიმე, რის გამოც შესაძლოა სამართლებრივი გზის მოძიება დაიწყოს ხელისუფლებამ, ან იგივე ამნისტიაზე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია, პირველ რიგში იმ მიზნის გამო, რა მიზნითაც იღებენ ასეთ რეზოლუციებს და აკეთებენ ასეთ განცხადებებს.

"მიზანი არის საქართველოში არეულობის შემოტანა. მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილს თავისი რესურსით შეუძლია ქვეყანაში ვითარების არევა. ხაბეიშვილმა ან კეზერაშვილმა რა უნდა არიოს, თავისი თუნდაც დიდძალი ფულით, ან მერაბიშვილმა, მათ არაფრის არევის რესურსი არ აქვთ. მათ ახსოვთ, რომ თავის დროზე სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში 2003 წელს ხელისუფლების ცვლილებას და ახლაც იმედი აქვთ, რომ მას აქვს საკმარისი რესურსი. სინამდვილეში, ამ მთელი კამპანიის უკან დგას ეს ინტერესი, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ის ჩაუდგეს სათავეში.
კითხვაზე, თუკი ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ასე არ შეიძლება საკითხი დადგეს.
„ჩემთვის ეს დილემა არის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელი. თუ ერთ მხარეს დგას ევროკავშირი და მეორე მხარეს დგას სამართლის უზენაესობა, თუ ასე დგას ეს საკითხი, იქ რა ევროკავშირზეა საუბარი საერთოდ. ასე არ შეიძლება ზოგადად საკითხი დადგეს. მე მჯერა, რომ ევროკავშირსა და სამართლის უზენაესობას შორის არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა. რისიც არ სჯერა კუბილიუსს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები