14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს

ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

სტოლტენბერგის თქმით, უნდა გააგრძელონ უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა იარაღითა და საბრძოლო მასალებით.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ამ თაობის უდიდეს უსაფრთხოების კრიზისის ფონზე, ნატო შემდგომ ნაბიჯებს დგამს თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის წარმომადგენლობის გაძლიერებით, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე.

„უკრაინაში სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი არავითარ ნიშანს არ აჩვენებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის იწყებს ახალ შეტევებს და მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს. ამისთვის, ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა იმ იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა დაიბრუნონ ტერიტორიები და გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა ერმა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები