14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ანჯაფარიძე: თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეზოლუციას დაყაბულდა, გამოდის, რომ სრულიად კანონიერად და სამართლიანად გასამართლებულმა და ციხემისჯილმა ტირანმა ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს აზრი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.

როგორც ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, სასწორის პინაზე, ამ შემთხვევაში, არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არამედ "სახელმწიფოს და ერის ღირსება დევს".

"სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუციის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს, და აქა-იქ უკვე გაჩნდა აზრი, რომ იქნებ გავათავისუფლოთ და გავუშვათ ქვეყნიდან ტირანი, რადგანაც სასწორის მეორე პინაზე ხომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დევსო.
მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, კატეგორიულად არ დავეთანხმები საკითხის ასე დაყენებას. თუ სასწორის მეორე პინაზე რამე დევს ამ შემთხვევაში, ეს არა კანდიდატის სტატუსი, არამედ სახელმწიფოს და ერის ღირსებაა. ის მარადიული და ფუნდამენტური ღირებულებაა და ყოველგვარ სტატუსებზე მაღლა დგას.

უფრო მიწიერად და რეალისტურად რომ ვიმსჯელოთ, თუ ხელისუფლება და სახელმწიფო ევროკავშირის რეზოლუციას დაყაბულდა, გამოდის, რომ სრულიად კანონიერად და სამართლიანად გასამართლებულმა და ციხემისჯილმა ტირანმა ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს.

თუ რას ნიშნავს ეს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად შეაფასეთ. რაც მთავარია ეს აქტი არ არის სტატუსის მიღების გარანტი, შეიძლება პირიქითაც. დანაკარგი კი აუნაზღაურებელი - სახელმწიფოს ღირსების შელახვა, გამომდინარე შედეგებით.

ჩინური სიბრძნე ამბობს, რომ დანებების ცდუნება განსაკუთრებით ძლიერი იქნება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე. მოგზაურობის დასაწყისში დათმობა სისუსტეა, შუა გზაზე დათმობა კი სისულელე,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები